საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"- ის საკითხზე გამოძიების სწრაფად წარმართვა ხელისუფლების ინტერესებშია.
კვაჭანტირაძე გამოძიების დასრულების შემდეგ, სიურპრიზებს არ გამორიცხავს.
"შეიძლება რაღაც სიურპრიზებთან გვქონდეს საქმე. შეიძლება, ეს თქვენ არ მოგეწონოთ, მაგრამ მეც ძალიან არ მომწონს ისტორია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობამდე ორი დღით ადრე მოხდა. შეფუთვა, რომელიც რუსთავი 2"-მა მოგვაწოდა, შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს. ეს არის ჩემი პირადი ეჭვი",- განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კიტხვის პასუხად.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






