პარლამენტის თავმჯდომარე „რუსთავი 2“- ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
დავით უსუფაშვილის თქმით, დღევანდელ ვითარებაში კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დარღვევა ადვილი გახდა.
მისი განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად გადამჭრელი ზომები უნდა იქნას მიღებული.
„გამოძიების გასარკვევია, შემთხვევა გვაქვს ძველი დროიდან მოყოლებულ გარკვეულ პრობლემასთან, თუ რამე სხვასთან. დღევანდლი მდგომარეობით და დღევანდელ ვითარებაში ძალიან ადვილი გახდა კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დარღვევა, ამიტომ უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზეც, რომ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაარვევს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






