„ბატონო პრემიერო, გელა ხვედელიძე არჩადენილი დანაშაულის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეთ და დააკავეთ, (თქვენი მინისტრობის დროს), როგორც ირკვევა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს თქვენი მინისტრობის დროს უკანონოდ უსმენდნენ.იმედი მაქვს,დამნაშავეს ამჯერად, მაინც გამოავლენთ და სამაგალითოდ დასჯით !!!
ჩემი პოზიცია: მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადააყენოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი პირველი მოადგილე.სისტემა უნდა დაინგრეს! მნიშვნელობა არ აქვს ვის უსმენენ უკანონოდ. მე თუ სხვას.
P.S. ქვეყანაში მსგავსი პრეცენდენტი უკვე მოხდა.შოთა კვირაია რედაქტორების მოსმენების გამო გადააყენეს თანამდებობიდან”,- წერს ელისო კილაძე.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
გუშინვე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "რუსთავის 2"-ის განცხადებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






