თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად რესტორან "ფუნიკულიორში" ოფიციალური ვახშამი გაიმართა
პოლიტიკა - 23:04, 06 May, 2014     1752

რესტორან „ფუნიკულიორში“ საქართველოს პრეზიდენტის სახელით, თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

ვახშმის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და ქვეყნის ტერიტორიული მხარდაჭერისთვის.

„ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს უახლოესი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიაში, ჩვენმა კავშირებმა ახლებური განვითარება ჰპოვა და გარდაისახა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობად, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. იგი მკაფიოდ არის გამოხატული თანამშრომლობის მთელ რიგ სფეროებში, რომლებიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს. ქართული მხარე დიდად აფასებს თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, არაღიარების პოლიტიკისადმი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი.“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გიულიმ კი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა ხალხებს შორის მეგობრობის მნიშვნელობას : „ჩვენი ურთიერთობების ყველაზე მტკიცე საყრდენი ჩვენს ხალხებს შორის არსებული ადამიანური კავშირებია. დღეს უკვე ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ, მრავალმხრივ და ფართოსპექტრიან თანამშრომლობად ჩამოყალიბდა. მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა არა მხოლოდ მმართველებს, არამედ ბიზნესმენებსა და ჩვენს ხალხებს შორისაც. ამგვარი აქტიული ურთიერთობების მქონე ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან კიდევ ერთი რამ აკავშირებთ, ესაა საერთო ხედვა შავ ზღვასა და კავკასიის აუზში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში“- აღნიშნა წარმოთქმულ სიტყვაში თურქეთის პრეზიდენტმა.

ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თბილისის სამიტი 2014“ დღეს დასრულდა, ხვალ კი თურქეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42