,,რეფორმატორთა კლუბის'' დამფუძვნებელი დიმიტრი შაშკინი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
შაშკინი მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, მოუწოდებს ხელისუფლებას რეფორმირების პროცესში გაიზიაროს ზოგიერთი ქვეყნის წარმატებული გამოცდილება.
მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, იმ სამსახურების შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანა, რომელიც სატელეფონო მოსმენებს და ვიდეო-გადაღებებს ახორციელებს. ექს-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ შემთვევაში დაბალი რისკია იმის, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სრულად მიუწვდებოდეთ ხელი ფარული ღონისძებებით ჩამტარებელი სამსახურების საქმიანობაზე.
„რეფორმატორთა კლუბი გთავაზობთ ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის თვალსაჩინო მაგალითად მოგვყავს თურქეთის რესპუბლიკა, პრობლემის გადაჭრის შემდეგ გზებს:
• სატელეფონო მოსმენების, ვიდეო-გადაღებების, ელექტრონული კომუნიკაციების კონტროლის სამსახური გატანილი უნდა იქნას შსს სისტემიდან და შეიქმნას მისი დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები – სამსახურის უშუალოდ დაექვემდებარება პრეზიდენტს ან პრემიერ–მინისტრს;
• გამოძიებას სამსახურთან უნდა ჰქონდეს მხოლოდ მკაცრად დაცული ელექტრონული კავშირი, დოკუმენტებს, სასამართლოს ბრძანებებს, მუშაობის შედეგებს ადრესატები ერთმანეთს უგზავნიან მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
• გამომძიებლებისათვის ცნობილი არ უნდა იყოს ასეთი ღონისძიებების ჩამტარებელ პირთა ვინაობა;
• მიზანშეწონილია სამსახურის ადგილსამყოფელის საიდუმლოების უზრუნველყოფა;
• მასალა, რომელიც დაკავშირებული არ არის დანაშაულთან და შეეხება მხოლოდ პირად ცხოვრებას, უნდა განადგურდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ზედამხედველობით (დღეს ინსპექტორს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია);
• პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ სამსახურის საქმიანობის შედეგად დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჩივრით შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს;
• სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობა:– ფარული ღონისძებების განმახორციელებელი სამსახური წელიწადში ოთხჯერ მაინც საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს პერეზიდენტს/პრემიერმინისტრს და პარლამენტს; – პერეზიდენტის/პრემიერმინისტრის ან/და პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამსახურის საქმიანობას ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შემოწმების შედეგებს წარუდგენს პერეზიდენტს/პრემიერმინისტრს და პარლამენტს;“, - წერს შაშკნი „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






