"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სათვალთვალო კამერების აღმოჩენა არ გაკვირვებია.
მისი თქმით, ერთადერთი პოზიტივი ტელეკომპანიის წარმომადგენლების განცხადებიდან ნიკა გვარამიას ბოდიში იყო.
"აბსოლუტურად არაფერი არ გამკვირვებია, ერთადერთი პოზიტიური შემიძლია ვთქვა ის, რომ კარგია, რომ ერთადერთმა ადამიანმა წინა ხელისუფლებიდან, ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა. რაც შეეხება იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება იქცევა ისევე, როგორც იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობა", ეს ხომ გასაკვირი არც არის. მათ ხომ ყველა ის ადამიანი შეინარჩუნეს პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში, ვინც ამ უკანონო ბრძანებების სულისჩამდგმელი და შემსრულებელი იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან გაგვიცრუა იმედები. იმედია, რომ ამ გზით არ გააგრძელებენ სვლას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






