იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.
თეა წულუკიანის თქმით, თუ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, დანაშაულის ავტორები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
„ჩვენი მთავრობის პოზიცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ურყევია. ადამიანის უფლებების ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ყველა ის კომპონენტი, რომელიც კავშირშია შემდეგ აკრძალვასთან. არ შეიძლება ვინმეს უსმენდე უკანონოდ. თუ ეს სიმართლეა, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და ავტორები მკაცრად უნდა დაისაჯონ. როდესაც ბატონი გვარამია ამ კულტურის, ფარული მოსმენების და მიყურადების დამამკვიდრებელი, როგორც ჩანს ვერ აცნობიერებდა რა ზიანი ადგებოდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას, კარგია, რომ ბოდიში მოიხადა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






