,,საქართველოს კარი ღიაა თქვენთვის, თუ გადაწყვეტთ ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას"
პოლიტიკა - 17:51, 06 May, 2014     1579

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოში ლოჯისტიკური და გადამზიდავი კომპანიებისთვის ხელსაყრელი გარემო იყოს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-თურქეთის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იყოს რეგიონის სატრანზიტო კორიდორის აქტიური მონაწილე.

"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ საქართველოში იყოს ხელსაყრელი გარემო ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიებისათვის. თუმცა, რაც არ უნდა იდეალური გარემო შევქმნათ, თქვენთან თანამშრომლობის გარეშე სასურველი შედეგები არ გვექნება. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთო სატრანზიტო კორიდორის კონკურენტუნარიანობა, უნდა განვახორციელოთ ერთიანი პოლიტიკა და კოორდინირებული რეფორმები", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს.

პრემიერის თქმით, საქართველო მზად არის ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

"თურქეთი და თურქული ბიზნესი საქართველოში საკმაოდ აქტიურია და ინვესტიციების განხორციელების კუთხით პირველ ხუთეულში შედის. მჯერა, რომ მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო და წარმატებული პროექტის განხორციელებას. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კარი ღიაა თქვენთვის, თუ გადაწყვეტთ საქართველოში ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას. ჩვენი მხრივ კი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული კანონისა და სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42