სასტუმრო “რედისონში“ ბიზნესფორუმი საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი დაესწრებიან.
საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი პერტაიას თქმით, ბიზნესფორუმი საშუალებას იძლევა ქართველმა და თურქმა ბიზნესმენებმა ერთმანეთს საკუთარი პროექტები წარუდგინონ.
„ეს ქმნის ძალიან კარგ გარემოს იმისთვის, რომ ბიზნესმენები რაღაც კონკრეტულზე შეთანხმდნენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ბიზნესფორუმის გაკეთება, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერიც დაესწრებიან. ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერი ბიზნესმენისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მეორე მხარეს თავისი პროექტი წარუდგინოს. საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებებებია თურქეთის მხრიდან ინვესტიციების მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ენერგეტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. ყველაზე მთავარია თურქ ინვესტორებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა ხდება ქვეყანაში და რა პრეფერენციები არსებობს მათთვის ბიზნესის საკეთებლად“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






