"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ნომერს 5-იანს კარგავს
პოლიტიკა - 15:55, 06 May, 2014     3160
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ნომერ 5-ს კარგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან კონსერვატიულ პარტიასთან", წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ.
თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა. კამპანიის დასაწყისიდანვე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არაერთ ხელიშეშლასა და ბარიერს აწყდება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე ზეწოლის, მათი სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვებზე მუდმივი სიარულის და უკიდურესი ზომის - დაკავებების შესახებ - საზოგადოება უკვე არაერთხელაა ინფორმირებული.
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნულს კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებულად პრობლემური ფაქტი შეემატა. ა.წ. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ენმ და "ქრისტიან კონსერვატიულ პარტიასთან", წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო.
მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია ღებულობდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ზუსტად იგივე ნორმით (საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლი არ შეცვლილა, ცვლილებების განხორციელების შედეგად მხოლოდ მუხლის ნომერაცია შეიცვალა) საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ნომრები მიენიჭა სამ საარჩევნო ბლოკს:
1. "ალიანსი საქართველოსთვის" ( 1. "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"; 2. "ახალი მემარჯვენეები"; 3. ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; 4. "საქართველოს გზა");
2. "ეროვნული საბჭო" (1."საქართველოს კონსერვატიული პარტია"; 2. "ხალხის პარტია"; 3. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის");
3. "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა" (1. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; 2. "ჩვენ თვითონ"; 3. "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია").
ყველა ამ ბლოკის შემადგენლობაში შედიოდა მინიმუმ ერთი პარტია, რომელსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო ბლოკ "ქართულ ოცნება"-ს ანალოგიურ მოთხოვნაზე ცესკომ უარი უთხრა, რაც იმ არგუმენტით იქნა ახსნილი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ნომრის მინიჭების საკითხი კოდექსის სხვადახვა ნაწილებით და შესაბამისად სხვადასხვა მუხლით არის განსაზღვრული და ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია.
სამწუხაროა, რომ ცესკომ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ვერ შეძლო პრინციპული და სასამართლებრივად გამართლებული პოზიციის დაცვა.
ენმ იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და შეწყვეტს თავის უკანონო ქმედებეს საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო კი შეძლებს დადგეს პოლიტიკურ თამაშებისა და ზეწოლაზე მაღლა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება",- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42