დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის, ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას არც ნამორაძის და არც თამაზ თამაზაშვილის დაცვა არ ეთაკილებოდა:
„ისეთი დაღლილი მოვედი... თავიც ამტკივდა და აქ ისეთი სტატუსები დამხვდაა... პასუხის ღირსადაც არ ვთვლი..., სადღაც მესმის კიდეც მათი...ისეთი "აღზევების" შემდეგ...თუმცა ერთს მაინც ვიტყვი: ნამორაძეს იმ პერიოდში ვიცავდი ეკასთან ერთად, როცა "ოცნება" ოცნებაშიც არ იყო და არც თამაზაშვილს ვიცნობდი... და თუ გუშინ თამაზაშვილის ინტერესებს ვიცავდი და კიდევ უფრო ადრე ნამორაძის, ამით რა??? მართლა რაა??? იცით? მე უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა თქვენზე...
სხვათაშორის არც ერთის დაცვა არ მეთაკილებოდა. პირიქით!!! განსხვავებით ზოგიერთი ჩემი "კოლეგისა", რომლების საინტერესოა ჯერ კიდევ "გუშინ" სად იყვნენ და დღეს ვის იცავენ! ჩამოვთვალო???
ან ვიდრე თამაზ თამაზაშვილი გაგახსენდებოდათ, იქნებ ისიც გაგეხსენებინათ, თვითონ თქვენ რომ რამდენიმეჯერ იყავით კონსულტაციაზე ჩემთან??? აღარ გახსოვთ??? თუ თამაზი დღესაც ყველას ყელში გყავთ გაჩხერილი? ან მისი მაგალითად მოყვანა როგორ შეგიძლიათ? რა, არ იცით რატომ და ვისი დავალებით იჯდა 1 წელი ციხეში თამაზი? თუ ფიქრობთ, ხალხს ხანმოკლე მეხსიერება აქვს?
მე თქვენს ადგილას ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიფიქრებდი: ქართველი კაცი ყოველთვის დაჩაგრულის, ნაცემის, ავადმყოფის მხარეს არის და რატომ ხდება, რომ უმრავლესობა არ თანაგიგრძნობთ? თუ ამასაც ვერ ამჩნევთ? ჩემთვის ეს უფრო საგანგაშო სიმპტომია.
ძალადობა დასაგმობია და მეც ვგმობ!
ამიტომ მოვითხოვე კიდეც დასჯა ნამორაძისა, მაგრამ ადექვატურად! დღეს კი სასამართლო ისევ სამარცხვინო კუთხით წარმოჩინდა!
და მე ეს უფრო მტკივა და მესირცხვილება!!!
გიორგობას გილოცავთ!!!“ - წერს ლილიკო გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკამყოფილა ნოშრევან ნამორაძის დაცვის შუამდგომლობა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე და მას დავით კოდუას ცემისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






