მაია ფანჯიკიძე ევროპის საბჭოს 124-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 15:12, 06 May, 2014     1574

ვენაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმღვანელობით.

ევროპის საბჭოს სხვა პრიორიტეტული საკითხების პარალელურად, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ევროპაში არსებული კრიზისი წარმოადგენდა. მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეარსებულ რთულ ვითარებაზე და კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთისფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შესახებ. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონში მცხოვრების მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.მისი განცხადებით, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროსეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში შექმნილ თანამშრომლობის დადებით დინამიკას და იმკონსტრუქციულ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან ურთიერთობისნორმალიზების კუთხით. მაია ფანჯიკიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პროვოკაციულიქმედებებისა საქართველო მომხრეა მშვიდობიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის. მინისტრმა,საკუთარ გამოსვლაში კვლავ დაადასტურა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობა. მაია ფანჯიკიძე,ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლიასას მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა გადადგანსათანადო ნაბიჯები უკრაინაში კრიზისის დროული დაძლევის მიზნით. როგორც მინისტრმა გამოსვლაში აღნიშნა, 2008 წლის შემდგომ საერთაშორისო საზოგადოება კვლად დადგა ისტორიული განვითარების გზაჯვარედინზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე კვლავ არსებობს კონფრონტაციის საფრთხე და არ არის გარანტირებული მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპები. დასასრულს, მაია ფანჯიკიძემ მადლიერება გამოხატა ავსტრიის თავმჯდომარეობისადმი მის მიერ გაწეული სამუშაოს გამო და მიესალმა ევროპის საბჭოსმინისტრთა კომიტეტში აზერბაიჯანის ახალ თავმჯდომარეობას.

თავიანთ გამოსვლებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინაშიმიმდინარე კრიზისის დაძლევის გადაუდებელ აუცილებლობაზე და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს,გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში, დიდიბრიტანეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის და სხვა წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთამინისტრებმა გააკეთეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერიგანცხადებები. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და ხაზიგაუსვეს ევროპის საბჭოს მიერ შესაბამისი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი შეხვედრისდღის წესრიგს და ფორმალურად დაამტკიცა საქართველოს კონფლიქტური ზონების თაობაზე მინისტერიალის სხდომამდე, წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსკონფლიქტურ ზონებში შექმნილი სიტუაციის შესახებ.გარდა ამისა, მინისტერიალზე მიღებული იქნაგადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისცნობად მიღების თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42