აბდულა გიული: „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი მალე დასრულდება“
პოლიტიკა - 14:37, 06 May, 2014     2127

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი ძალიან მალე დასრულდება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული სხვადასხვა ასპექტში თანამშრომლობა.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ სამი ქვეყნის პრეზიდენტები, რომელთაც გვაქვს საერთო ხედვა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა სხვადასხვა ასპექტები ჩვენი თანამშრომლობისა. თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ცალ-ცალკე გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე. საქართველოსთან გვაქვს 1,5 მილიარდი დოლარის ტვირთბრუნვა და თურქეთის ინვესტიციები საქართველოში 1 მილიარდზე მეტია. არიან თურქული კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ საქართველოში ინვესტირებას ძალიან დიდი ინტერესით. ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ იმოძრაონ პასპორტის, ვიზის გარეშე, უბრალოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული, ბრწყინვალე ურთიერთობები აზერბაიჯანთან. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, კერძოდ ტვირთბრუნვა 4,7 მილიარდი დოლარის ტოლია და ინვესტიციების ყოველდღიურად იზრდება", - განაცხადა გიულიმ.

მისივე თქმით, გეოგრაფიული კავშირები თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრს ქმნის.
"გულწრფელი ურთიერთობები სამ ქვეყანას შორის რეგიონს მართლაც ძალიან მნიშვნელოვან ცენტრს ხდის ინვესტიციებისთვის. რეგიონის სიძლიერე სულ უფროდაუფრო იზრდება, ამას ყველა აცნობიერებს. არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილის-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი. მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებით და პატივისცემით აკვირდება მათ განხორციელებას. წარსულში ამბობდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ განუხორციელებელი ოცნება. პირველი თუ უკვე განხორციელებულია, მესამე – სარკინიზგო მიმოსვლა მალე დასრულდება.", - განაცხადა გიულიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42