ხაჩიძე: "ჰაკიმ ფაშამ გამოთქმა: ასი თვალი და ასი ყური პირდაპირი გაგებით გაიგო"
პოლიტიკა - 14:17, 06 May, 2014     3211
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მოსასმენი მოწყობილობების აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.

„როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშამ გამოთქმა: ,,ასი თვალი და ასი ყური" პირდაპირი გაგებით გაიგო, თუმცა ასიც ცოტაა ალბათ. იმდენი მოსასმენი საშუალებებია მთელს ქვეყანაში გადანაწილებული, თანამედროვე საშუალებებში ას თვალსა და ას ყურს ცოტა ტექნოლოგიური ფორმა აქვს და ამიტომ პოულობენ ფარულ ვიდეოკამერებს, ჩანაწერებს, მოსასმენ საშუალებებს და ა.შ. მეტი რანაირად უნდა დასაბუთდეს ამ ქვეყანაში, რომ მართლა ყველას გვისმენენ და ეს მართალა ყველას შეეხო და საყოველთაო ჯანდაცვის მაგივრად მივიღეთ საყოველთაო მოსმენები და ჩანაწერები.

თუ დროზე მიხვდება მთავრობა, რომ როგორც სირაქლემა, ისეც ვეღარ ინარჩუნებს უკვე ფორმას და რაღაცა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, რომ ფაქტებზე ამბობს უარს და აღარ იცის რა კომენტარი გააკეთოს და ერთადერთი რჩება ის, რომ აი მათ დროს ისმენდნენ და... ცუდი იყო, საშინელება იყო, ამაზე ბოდიში მოიხადა ხალხმა, ეს დასაგმობია ყველასი ერთად და თუ გვეჯიბრებიან იმაში, ჩვენ უფრო ბევრს ვუსმენდით, თუ ისინი უფრო ბევრს უსმენენ, მაშინ თითს ვკაკვავთ - დამარცხებულები ვართ, გაცილებით ფართო მასშტაბებით არის ახლა მოსმენებიც, ჩაწერებიც და თუ დროზე შეწყვეტენ ამას და დროზე გახდებიან ადეკვატურები, კარგი იქნება თუ არა და ის დაემართებათ, რაც ემართებათ ხოლმე ზოგადად ისეთ ხელისუფლებას, რომლებიც მსგავს გზაზე დგებიან, საკუთარი გამოცდილებით ვეუბნები ამას“,-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42