საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის თქმით, „რუსთავი 2“ - ში აღმოჩენილ მოსასმენ მოწყობილებებთან დაკავშირებით დროული გამოძიება უნდა მოხდეს.
მისი თქმით, მსგავში შემთხვევა ნებისმიერი დემოკრატიული სამყაროსთვის „დიდი სკანდალია“.
“ეს ფაქტი, რაც გახმაურდა, არის ძალიან მძიმე რამ. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის დიდი სკანდალია, რომ პრაქტიკულად, მთავარ ტელევიზიას აქვს თვალთვალი, მოსმენა და გადაღება. ვფიქრობ, მთავრობის და შესაბამისი სამსახურების რეაქცია უნდა იყოს სწრაფი გამოძიება და სიმართლის თქმა. რა მოყვება მერე ამას, მეორე საკითხია”, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






