„მე მინდა სახელმწიფო, რომელშიც არც მე მომისმენენ და არც იმას, ვინც თავის დროზე მე მისმენდა. სახელმწიფო, რომელშიც ადამიანებს მოექცევიან არა იმის მიხედვით წარსულში რა სისუსტე გამოიჩინეს ან რა შეეშალათ, არამედ იმის მიხედვით, რომ ძლიერი და სუსტი ადამიანები პირველ რიგში ადამიანები არიან.
ვიცი და მახსოვს კარგად, რომ როდესღაც ბევრს ძალიან უჭირდა სოლიდარობის გამოხატვა, ზოგს კომფორტის, ზოგს სამსახურის, ზოგს კიდევ რაიმეს დაკარგვის შიშით. მახსოვს, რომ უჭირდათ გადაწყვეტილებების მიღება და სწორ ადგილას დადგომა. ამავე დროს ძალიან კარგად ვიცი, ამ შეცდომებმა სადაც მიგვიყვანა. ძალიან გამიხარდება, თუ ამას გაიაზრებენ ჩემი კოლეგები, ისინიც, ვისაც ეს უჭირდა მაშინ და ისინიც, ვისაც ეს უჭირს დღეს“,- წერს თამარ რუხაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






