„ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არის ის, რომ „რუსთავი 2“ არის მიკერძოებული ტელევიზია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, იმ განცხადების ფონზე რაც მოხდა, „რუსთავი 2“-მა გამოავლინა და ისაუბრა კანონდარღვევის ფაქტზე, ფარულ მიყურადებაზე, რაც არის მტკივნეული თემა დღევანდელი საზოგადოებისათვის და მთავრობისათვის, ფარული მიყურადება არის ის მემკვიდრეობა რაც გვერგო ამ ხელისუფლებას და რაზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადეკვტური რეაგირება, ნებისმიერ შემთხვევაში როცა ეს ეხება ფარულ მიყურადებას უნდა იყოს გამოძიებული და კანონდარღვევის სათანადო ზომით უნდა წარსდგეს სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე. შესაბამისად „რუსთავი 2“-ის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოქმედება და ისე უნდა გასცეს პასუხები ყველაფერს, რომ ჩვენ არ დაგვრჩეს კითხვები ამ ფაქტთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






