ლევან მამლაძე 11 წელია დევნილობაში იმყოფება და ისეთი პირი უჩანს, რომ სამშობლოში მის დაბრუნებას არავინ არ ჩქარობს. საქმე ის არის, რომ ლევან მამალაძე პოლიტდევნილთა სიებში არ შეჰყავთ.
მამალაძე: სააკაშვილი ჯერ რუსეთს ებრძოდა და მერე ჰალსტუხს ღეჭავდა, ფიქრობდა, ახალი მტერი საიდან მოეგონებინა. რამდენი ადამიანი დახოცეს სრულიად უმიზეზოდ თბილისის ქუჩებში. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ნიჰილიზმი და უიმედობა იყო გამეფებულ და ყველანაირი პატრიოტული სულისკვეთება ჩამკვდარი იყო.
„მინდა ხალხმა კარგად იცოდეს: რასაც ხალხში მივრცელებდნენ, ის საქმეში არ არსებობს!! ჭორი იყო. რაღაც ხომ უნდა ყოფილიყო? ვინმე მოწმე, ხომ მაინც უნდა მოეყვანათ? მოწმეც ვერ იპოვეს. არადა დავალება ჰქონდა პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ რამე და ამ მიზნით დარბოდნენ. მეფის დავალება ხომ იცით, უნდა შესრულდეს, მეფედ დაჯდა სააკაშვილი. ამათაც შემოირბინეს ყველაფერი, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვეს. რაც არ არსებობდა, როგორ უნდა ეპოვათ? მერე აიღეს ჩემი ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მეწერა, რომ მყავდა მანქანა, მქონდა ბინა და ვიზა-ბარათი. გადაატრიალეს ყველაფერი და შექმნეს ისე, რომ მე ვარ კორუმპირებული და უკანონო რაღაცეებს ვფლობ, რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს, ოფიციალურ ნაწილზეც შემომადავნენ. ამ საქმეშიც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - განაცხადა ლევან მამალაძემ.
მამალაძის თქმით, 2012 წლიდან, როცა ხელისუფლების შეცვლა მოხდა, ამაზე ქართველებმა მადლობა ამერიკლებებს უნდა უთხრან.
„მოკლედ, იმედი მქონდა, რომ დაიწყებოდა პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების რეაბილიტაცია. დაიწყო კიდევაც, მაგრამ შერჩევით. 2012 წელს გაკეთებულ პირველ სიაში ჩემი გვარიც ეწერა, მერე რაღაც მიზეზების გამო ამოიღეს და მითხრეს, „ნაციონალები“ აყვირდებიან და მეორე სია, რომ იქნება იქ აუცილებლად ჩაგსვამთო. ეკა ბესელიას კომისია განიხილავს ამ სიაში შესაყვანი ხალხის საკითხს. ამ კომისიას ჩემი მეუღლეც ესწრებოდა, სპეციალურად ჩამოვიდა.. მეორე სია საერთოდ აღარ შედგა და თქვეს, კანონი უნდა მივიღოთ, რომ პროკურატურის მიერ ავტომატურად არ მოხდეს ამ საკითხების გადასინჯვაო. პროკურატურასაც მიმართა ჩემმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძე, სადაც უთხრეს, რომ პარლამენტის კანონს ველოდებითო. სხვათაშორის კბილაშვილის დროს ხდებოდა ეს ამბავი, მანამდე კიდევ კბილაშვილი იყო ჩემი ადვოკატი სამოქალაქო პროცესებზე და ყველაფერი ძალიან კარგად იცის ჩემს საქმესთან დაკავშირებით. უბრალოდ, პროკურტურასაც ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, რადგან პარლამენტმა არა და არ მიიღო კანონი. ჯენ ორხელისუფლებიანობას და კოჰაბიტაციას აბრალებდნენ, ხან - რას. ახლა კიდევ, რაღაც სიები შემდგარა, სადაც ისევ ყოფილა ჩემი გვარი და ისევ ამოუღიათ. ერთი რამე გავარკვიე: მეუბნებიან, რომ ჩემი გვარის ამ სიაში მოხვედრის წინააღმდეგი თინა ხიდაშელია. მე არაფერს ვატკიცებ, მაგრამ ფაქტია, რომ ორჯერ ამომიღეს სიიდან. ჩემზე მეტად პოლიტიკური დევნილი და გაუბედურებული ვინ არის, დამისახელონ მაინც! სააკაშვილის პირადი მეტოქე და მისგან განადგურებული ვიყავი, რასაც მამაჩემისა და ბიძაჩემის სიცოცხლე შეეწირა. წლობით აწიოკებდნენ ჩემს ნათესაობას და რა გახდა ასეთი პოლიტდევნილთა სიაში ჩემი მოხვედრა? ახლა მეუბნებიან აბსურდულ რაღაცას: ვინმემ ჭორები ხელახლა, რომ არ ააგოროს, ამიტომ ამოგიღესო.
ქართველ ხალხს მინდა მივაწვდინო ხმა, ხმამაღლა ვაცხადებ: არც არაფერში მინდა მაგათი სიები! არავისთან არაფერი მაქვს სამათხოვრო! გადაეცით პროკურატურას, რომ თავიდან განიხილოს ჩემი საქმე და სასამართლოშიც ღია განხილვა მოხდეს, ამასაც თავს არიდებენ იმიტომ, რომ ჩემი საქმის ღიად განხილვა გამოიწვევს სააკაშვილის პასუხისმგებლობას, რაც საქართველოში ბევრს არ აწყობს.
- როცა თქვენს წინააღმდეგ დაიწყეს ბრიძოლა, მაშინ რესპუბლიკელებს რა პოზიცია ჰქონდათ?ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავარკვიო რატომ არის თინა ხიდაშელი თქვენი წინააღმდეგი?
„არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით: „რესპუბლიკელებში“ არიან ნორმალური ადამიანებიც, რომლებთანაც ვახლობლობ. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, ეს ადამიანი სააკაშვილს უკეთებდა ხელისუფლებაში მოსვლის იურიდიულ უზრუნველყოფას. პირადად ხიდაშელი აწარმოებდა არჩევნების დროს ჩემთან დაპირისპირებას. არადა, საქმე ის არის, რომ არასოდეს არ შევხვედრივარ მაგას და არანაირი პოლიტიკური პოლემიკა არ მქონია, მაგრამ ვერ მოიგეს და რა მექნა? მაშინდელ არჩევნებზეა საუბარი. უნდოდათ რომ ჩემთვის მოეგოთ, ვერ მომიგეს და ეტყობა, ეს წყენა აქვს პირადად.
11 წელი გავიდა და როდემდე შეიძლება, ამ განწყობის ქვეშ იყოს ადამიანი მოქცეული? ბოლო-ბოლო იურისტები არიან და წაიკითხონ ეს საქმე, რომ თვითონვე ნახონ, თუ რაში მომედაონ“, - განაცხადა ლევან მამალაძემ „ქრონიკა +“თან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






