თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული თქმით, "თბილისის სამიტი 2014"-ის ფარგლებში რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით მიმდინარე "თბილისის სამიტი 2014"-ის გახსნისას განაცხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ სამმხრივი სამიტის ფარგლებში. ეს არის მრავალმხრივი და ძალზე კონსტრუქციული თანამშრომლობის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი. 2007 წელს ჩვენ შევიკრიბეთ და დავიწყეთ ახალი ეტაპი ჩვენი თანამშრომლობისა და გავხსენით ახალი პროექტი. იქ იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრების დროს ძალიან დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ პროექტს, ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის თუ თბილისი-ყარსის პროექტს – ეს მნიშვნელოვანია არამარტო რეგიონისათვის, არამედ მთლიანად, გლობალური მასშტაბით. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ მნიშვნელობას ამ გლობალური პროექტებისა და ეს სამი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ამას შესაბამისად აფასებენ მთლიანად რეგიონში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კავკასიის მაღალი მთები ეს არის კედელი, რომელიც გვაშორებს, - არა, ჩვენ ფაქტობრივად მას ვაქცევთ დამაკავშირებელ გზად. ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს მეზობლებს და აძლიერებს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას. პრეზიდენტების დონეზე ვხვდებით დღეს, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მიმდინარე პროცესს და პროგრესს მთლიანობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სამიტები იქნება რეგულარული მომავლისთვის" - განაცხადა აბდულა გიულიმ.
მასალის გამოყენების პირობები






