მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 11:50, 06 May, 2014     1357

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე სხდომაში მონაწილეობს.

მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველოს თემა მოქცეულია ზოგადი თემის ქვეშ: The current crisis in Europe, რაც გულისხმობს იმას, რომ მინისტერიალის დროს საქართველოზე დებატები უკრაინისა და გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშის თემებთან ერთად გაიმართება.

დღის წესრიგში კონფლიქტი საქართველოში მოხსენიებულია, როგორც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.

მინისტერიალი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად საქართველოზე გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიში იქნება ცნობად მიღებული.

დეტალურ დღის წესრიგში მოხსენიებული იქნება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2014 წლის 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოზე და ეს გადაწყვეტილება გავრცელდება ვენის მინისტერიალზე (ჩაიდება მინისტერიალის საქაღალდეში).

შეხვედრაზე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც ის შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და სხდომის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის, არალეგალური საფორტიფიკაციო ინფრასტრუქტურის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტების თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42