ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ში აღმოჩენილი მოსასმენი მოწყობილობებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" ჭიკაიძის უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჯონა ინფორმაციამ და ჩვენ მოგავწოდეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი და ჩემი პირველი მოადგილის ნინო შუბლაძის აუდიო ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა ორ ფაილს მოიცავს. ჩემს შემთვევაში ქრონომეტრაჟი 15 წუთი, ხოლო ნინოს შემთხვევაში 1 საათი. ინფორმაცტორის ცნობით არსებობს კიდევ ათეული ფაილი, რომლებიც ჩვენი კომპანიის საქმიან და პირადი შეხვედრების ჩანაწერებს ასახავს. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყდეს უკანონო მიყურადება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე და ის ტანამდებობის პირი, რომელსაც გაცემული აქვს უკანონო ბრძანება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






