საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანს შორის სამხედრო ალიანსი გაფორმდება.
ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი გია მაისაია „ალიასთან“ საუბარში აცხადებს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის, ილჰამ ალიევის და აბდულა გიულის შეხვედრის დროს მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება.
„ფატობრივად, სამხედრო ალიანსი გაფორმდა ბაქოსა და თურქეთს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება აზერბაიჯანზე თავდასხმა, თურქეთი ამ შემთხვევაში იღებს ერთგვარ მეურვის ფუნქციას. ბუნებრივია ამ კონტექსტში ჩნდება საქართველოს ფაქტორიც, მით უფრო, რომ სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდია. ამიტომ ბუნებრივია საუბარი იქნება ამ საკითხზეც, რომ მოხდეს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და რაიმე სამხედრო ინტერვენციის დროს დაეხმარონ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთს“, - აცხადებს მაისაია.
მასალის გამოყენების პირობები






