გიორგი მარგველაშვილმა და აბდულა გიულიმ თბილისის ქუჩებში ფეხით გაისეირნეს და რუსთაველის გამზირიდან ლესელიძის ქუჩის გავლით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. თურქეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა, რომ გიდობა პირადად გაუწია. დღეს აბდულა გიულის ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი დასრულდა.
6 მაისს „თბილისის სამიტი 2014“ გაიმართება, რომლის მუშაობაში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად თანმხლები დელეგაციების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სამიტის მსვლელობისას განიხილავენ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს. ლიდერები თანამშრომლობის შედეგებზე იმსჯელებენ და სამომავლო გეგმებსაც დასახავენ.
7 მაისს თურქეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიცორმხრივი შეხვედრა გაიმართება.. თურქეთის პრეზიდენტი დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირვინითშეამკობს.
აბდულა გიული თბილისს 7 მაისს დატოვებს.


მასალის გამოყენების პირობები






