პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხშირი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან,.
ბარამიძე ISFED-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, სადაც განხილული იყო მემორანდუმი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ.
"კარგი იქნებოდა მსგავსი ტიპის მემორანდუმი ადრეც ყოფილიყო მიღებული. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ მრავლად ვიხილეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რამაც გარკვეულწილად ასახვა ჰპოვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ მემორანდუმის მიღების შემდეგ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მემორანდუმს", - განაცხადა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






