მამუკა ჩიქოვანი: დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის სრულიად თვალთმაქცური განცხადება
პოლიტიკა - 18:56, 05 May, 2014     1505
რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის განცხადებას თვალთმაქცურს უწოდებს. "ნიუპოსტი" მამუკა ჩიქოვანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ რუსთავში სტუმრად მყოფი პრემიერის სრულიად თვალთმაქცური განცხადება, რომელიც ვითომდა იცავდა სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ინტერესებს. სინამდვილეში, უკვე თვეებია კორუფციული ტენდერის შედეგად დაზარალებული მძღოლები თავიანთი უფლებების დაცვას საპროტესტო აქციებით "ქართული ოცნების" სათავო ოფისთან ცდილობენ. მათი მოთხოვნები არათუ გაითვალისწინეს, არამედ ხელისუფლების წევრები და რუსთავის მერი უკანონოდ დაჩაგრულ მძღოლებს ცინიკურად ექცევიან, არ ხვდებიან და აბუჩად იგდებენ, ახორციელებენ ტერორს. სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლის ფასად ხდება ვიღაცის ბიზნესინტერესების დაკმაყოფილება.
ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის ფარისევლური განცხადებები ღარიბაშვილის სტილში, მეორე მხრივ, გვაქვს რეალობა, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები დასდევენ მძღოლებს, ემუქრებიან, მათგან ითხოვენ – ორ დღეში მოაწერონ ხელი კაბალურ ხელშეკრულებას, რომლის წინააღმდეგაც თვეებია იბრძვიან.
მოვუწოდებთ რუსთავის მერს, ძალოვანი სტრუქტურების რიგ წარმომადგენლებს, თავი დაანებონ ძალადობას, ტერორს, გარდაცვლილი ადამიანის სახელის შეურაცხყოფას. უსამართლობაა ამ ადამიანების უმუშევრობისა და შიმშილისათვის გაწირვა. მოვუწოდებთ კორუფციული ტენდერის შედეგები თავად დღევანდელმა ხელისუფლებამ გააუქმოს ან არადა ამას გავაკეთებთ ჩვენ, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ინტერტრანსს" ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებისა და ყველა იმ მძღოლის დროული დასაქმებისკენ მოუწოდებს, რომლებიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე აქამდეც მუშაობდნენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა განცხადება, რუსთავში, ქვემო ქართლის ადმინისტრაციის შენობაში ქვემო ქართლის რწმუნებულ გიორგი მღებრიშვილთან და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42