ხმალაძე მის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო წინადადებაზე განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 17:01, 05 May, 2014     1246

უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ფორმირების უაზრო და ზედმეტად გაჭიანურებული პროცედურა მოქმედებს.

ასე ხსნის ხმალაძე მის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო წინადადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირების პროცესში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს თავდაპირველად პრეზიდენტი წარუდგენს.

"დღეს არის სრულიად უაზრო პროცედურა, რაც ზედმეტად აჭიანურებს მთავრობის შექმნას. მოდელი, რომელიც ახლა სამუშაო ჯგუფში განვიხილეთ, არის მარტივი და ლოგიკური. კერძოდ, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე, პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. თუ პარლამენტმა ის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია, ყველაფერი ამით დამთავრდება. ხოლო თუ არ აირჩევს, მაშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები თავად პარლამეტში დასახელდება და თუ რომელიმე აირჩა, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დანიშნოს იგი. თუკი ვერ მოხდება არჩევა, არჩევნების შემდეგი ტური გაიმართება, რომელშიც ყველა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. თუ ისევ ვერ მოხდება არჩევა, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს. აღნიშნული მოდელის მიხედვით ცხადი ხდება, რომ პარლამენტის ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს, რომლის თაობაზე გამოიკვეთება, რომ მას პარლამენტის უმრავლესობა მხარს უჭერს. თუკი პრეზიდენტი ასე არ მოიქცევა და პრემიერ-მინისტრად სხვა კანდიდატურას წარადგენს, ის ჩავარდება და პარლამენტი თავად აირჩევს იმას, ვინც უნდა. ამით მთავრობის ფორმირების პროცესი შემოკლდება", - განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42