უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” სიას სათავეში კოალიციის პარტნიორი ორგანიზაციების თავმჯდომარეები ჩაუდგებიან.
ქუცნაშვილის თქმით, დღეს “ქართული ოცნება” მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს სამეგრელოს რეგიონში წარადგენს.
“პრემიერი ჩაბრძანდება ყველა რეგიონულ ცენტრში, სამხარეო დედაქალაქში და შესაბამისად, იქ მოახდენს მერებისა და გამგებლობის კანდიდატების წარდგენას. ვფიქრობ, ყოველი კვირა იქნება კიდევ უფრო გააქტიურების პერიოდი და კულმინაციას მივაღწევთ, სადღაც ივნისის პირველ დეკადაში, როდესაც ამომრჩეველთა უმრავლესობა უკვე ჩამოყალიბებული იქნება თავის არჩევანში, თუ ვის დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება სიას, პარტიაში ასეთი პრინციპი გვაქვს შერჩეული, რომ უმრავლეს მუნიციპალიტეტში სათავეში “ქართული ოცნების” პარტნიორი ორგანიზაციის თავკაცი იქნება. თუმცა ეს არ არის დოგმა და იქნება მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები სიის სათავეში არ იქნებიან. თუმცა პრინციპული მიდგომაა, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარეები იყვნენ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






