გიგი უგულავა: ,,ამ ე.წ. ციხის კადრებში 99% დადგმული იყო"
პოლიტიკა - 11:25, 05 May, 2014     1610
ამ ე.წ. ციხის კადრებში 99% დადგმული იყო - ამის შესახებ განცხადება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა , გიგი უგულავამ გააკეთა.
უგულავა მიიჩნევს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა.

"ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი წარმომადგენელი არ უნდა ყოფილიყო ის ხალხი, ვინც დამარცხების შემდეგ ხავსივით მოგვშორდა. თუ ბევრი შიხიაშვილი დაგიგროვდება წააგებ. ჩვენი შეცდომა იყო ისიც, რომ ინფრასტრუქტურასა და მოდერნიზაციაზე ზრუნვაში ადამიანი, ინდივიდი დაიკარგა. შეცდომა იყო ციხეში შექმნილი მდგომარეობაც, თუმცა არსებობს ობიქტური ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ ე.წ. ციხის კადრებში 99% დადგმული იყო და ამას ადრე თუ გვიან, საზოგადოებაც ნახავს. ციხეებში პრობლემები იყო, მაგრამ ის ცირკი და მასკარადი, რაც საზოგადოებას აჩვენეს, გადაჭარბებულია. ცრუ ბრალდებაა, თითქოს ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ვმონაწილეობდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. ციხესთან საერთო არაფერი მქონდა, თუმცა იყო ჩემს ნაცნობებთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევა. მე მათი ამბავი მოვიკითხე და მოვახერხე, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება მომხდარიყო. ეს თუ ციხეებში მეტასტაზებივით იყო მოდებული, არ ვიცოდი. წარსულზე დაუსრულებლად ლაპარაკს არ ვაპირებ! იმ ხალხს, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, მანდატი მისცეს არა იმისთვის, რომ ადამიანებზე ინადირონ, არამედ იმისთვის, რომ ის დაპირებული ასი ქარხანა ააშენონ, იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითარონ", - განაცხადა გიგი უგულავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42