ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი სანაის მკვლელობა ჟვანია-სააკაშვილის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მამალაძე ექს-პრეზიდენტის და გარდაცვლილი პრემიერის გეგმის შესახებ ჰყვება.
„შევარდნაძემ მიუხედავად იმისა, რომ შეპირებული იყო ჟვანია არ დანიშნა პრემიერ-მინისტრად . ამის გამო, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ჟვანიამ და სააკაშვილმა დაიწყეს გეგმის შემუშავება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ გეგმის ძირითადი ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით იწერებოდა და საკმაოდ გასაიდუმლოებული იყო, შემდეგ დასავლეთიც ჩაერთო. საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი გახლდათ. დეტალურად იყო გაწერილი როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების ხელში ჩაგდება. პირველი ეტაპი მედიაზე გავლენის მოპოვებას გულისხმობდა. მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ამ იარაღით მარტივად ახერხებდნენ. ამის კვალდაკვალ მოხდა პარტიის მისაკუთრებაც და ყველა სახელმწიფო მიმართულების ხელში ჩაგდება. ვინც მოწინააღმდეგე იქნებოდა მოხდებოდა მათი დისკრედიტაცია-განადგურება და საჭიროების შემთხვევაში - რევოლუცია“, - აცხადებს ლევან მამალაძე .
მამალაძის თქმით, ამავე გეგმის ნაწილი იყო ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა.
„როცა ასეთი სკანდალური მკვლელობა ხდება, საქმეს იძიებენ და მიდიან დასკვნამდე. მაშინ არავის აინტერესებდა არც ძიება არც - დასკვნა... თუ მეკითხებით იყო თუ არა სანაიას მკვლელობა გამოყენებული სააკაშვილი-ჟვანიას გეგმის ერთ-ერთ ნაწილად, მიმაჩნია, რომ იყო“, - აცხადებს მამალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






