საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები "თბილისის სამიტი 2014"-ს გახსნიან. "თბილისის სამიტი 2014" ოფიციალურად 6 მაისს გაიხსნება.
სამიტში მონაწილეობის მისაღებად, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული საქართველოში დღეს ჩამოვა, აზერბაიჯანი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი - ხვალ დილით.
თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
"თბილისის სამიტი 2014" საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.a
მასალის გამოყენების პირობები






