გივი თარგამაძე პრემიერზე: "ეხლა ვხვდები, რისი ეშინია პატარა ბიჭს"
სოც.მედია - 19:35, 04 May, 2014     5858
"კოდუასთან დაკავშირებით რა მოხდა?

როგორც იქნა მივხვდი. მრავალი თვეა ვერ გავიგე, რა ხდება ჩემს მეზობლად, სადაც ჩემდა და მოსაშვილის ქუჩის სხვა მობინადრეთა საუბედუროდ, საცხოვრებლად გადმოვიდა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პატარა ბიჭი, მეტსახელად ჰაკიმ-ფაშა.


მისმა მესვეურებმა იმთავითვე დაიწყეს აქ დაცვის ფორპოსტის შექმნა, საბოლოოდ კი, ამწეკრანების და სხვა სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით, ააშენეს მრავალოჯახიანი კორპუსის ძირში ერთგვარი ფორტი. აქ დგას უზღვავი რაოდენობისა და მრავალი ნაირსახეობის დაცვა.


ბიჭები, რომლებსაც საზოგადოება ხედავს, ჩაცმულები არიან ზუსტად შავნაბადას ბატალიონის ფორმაში, თუმცა იძახიან, რომ კერძო ფირმის წარმომადგენლები არიან. ზოგჯერ მოდიან სატვირთო მანქანით, დილის ექვს საათზე, სრული საბრძოლო ამუნიციით, ავტომატების ჩათვლით და ირკვევა, რომ თურმე პატარა ირაკლის სანადიროდ მიჰყვებიან ხოლმე.


ჟურნალისტები თუ მოდიან, სულ სხვადასხვაფორმიანები იწყებენ ფუსფუსს. ხაჩიძე თუ მიტინგს აანონსებს, მთელი თბილისის პოლიცია აქ ჩნდება, რომელსაც, შსს-ს განცხადების საწინააღმდეგოდ, დაცვასთან არაფერი ესაქმება. და ამის მიუხედავად, ბიჭის გასვლისა და შემოსვლის დროს თბილისის საპატრულო სამსახურის უფროსი ყოველდღე აქ დგას, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს პერიმეტის დაცვას გერმანული ნაგაზებითა და ლაბრადორებით აკონტროლებენ.


საღამოს, ბიჭის სადარბაზოში შესვლისას გარე განათებას აქრობენ, ბავშვის გამოყვანისას რომაულ სტილში დერეფანს აწყობენ, ლიფტს მუდმივად ფაშას სართულზე აჩერებენ და აღშფოთებულ მეზობელს შსს-დან მინისტრის მოადგილის სახით ურეკავენ და პრეტენზიების მოთოკვუსკენ მოუწოდებენ.
ასეთი ქმედებების წარმოების არეალი მათი უკიდეგანოა. მე მართლა არ მესმოდა, რატომ, ვის ემალებიან. ეხლა მივხვდი. სიტუაციაში, როდესაც (დარწმუნებული ვარ), ყაჩაღმა გელაშვილმა და ყაჩაღმა სახელმწიფომ თხოვეს ახლობელ ჩვეულებრივ ყაჩაღ ნოშიკოს (და არა არარსებულ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს), შეესრულებინა მათი სურვილი, მოეხდინა ირსკლი კოდუას ძმის, დათო კოდუას სსკუთარი ბავშვის თვალწინ სიკვდილისპირამდე ცემა, ამ ქმედების გაპრავების სანაცვლოდ, რათა ირაკლი კოდუა დააშანტაჟონ. ეხლა ვხვდები, რისი ეშინია პატარა ბიჭს: თუ სახელმწიფო ამბობს, რომ პირადი ანგარიშსწორება მოსულა, მაშინ ის მოსულა ყველას მიმართ, განურჩევლად წარმომავლობის, ავტორიტეტის და რაც მთავარია, თანამდებობრივი მდგომარეობისა."




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42