ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში შეკრებილებს სიტყვით მიმართა (სრული ტექსტი)
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში რეგიონების გამგებლობის კანდიდატები დაასახელა და ადგილობრივებს სიტყვით მიმართა.
"მოგესალმებით, ჩემო ქუთაისელებო!
მადლობა ყველას მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის!
ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია ამ დიდი ისტორიის და წარსულის, დიდი კულტურისა და დიდებული ადამიანების, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ქალაქში თქვენ წინაშე გამოსვლა. დიდი პასუხისმგებლობაა მიმართავდე ქალაქს, სადაც მეფედ ეკურთხა და განისვენებს ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი - დავით აღმაშენებელი, ქალაქს, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანება, ქალაქს, რომელიც ქართული კულტურისა და განათლების მთავარი კერა იყო. მოგმართავთ დიდი პატვისცემითა და სიყვარულით, და იმ რწმენით, რომ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს- ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოს ბედნიერი მომავალი!
დღეს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გაგვაერთიანა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღეს ჩვენი ქვეყანა თავისუფალია!
ჩვენ გავიმარჯვეთ 1 ოქტომბრის არჩევნებში და გადაჭრით ვთქვით უარი ისეთ ცხოვრებაზე, რომელსაც არ ვიმსახურებდით. დღეს ჩვენ დიდი რწმენითა და ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს. ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, ნიჭი და უნარი ააშენოს თავისუფალი, დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული ღირებულებების ერთგული სახელმწიფო.
სულ მალე ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებთ. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არჩევნები იმიტომაც არის განსაკუთრებული, რომ ჩვენს ხალხს პირველად ეძლევა საშუალება პირდაპირი წესით, თვითონ აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება და შემდეგ, თვითონვე აკონტროლოს არჩეული მმართველები.
ჩვენ ვირჩევთ 12 ქალაქის მერს, გამგებლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს და ეს სრულიად ახალი ეტაპია საქართველოსთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნებაა" ის პოლიტიური ძალა, რომელმაც უკან არ დაიხია, არ ჩაეჭიდა ძალაუფლებას და საკუთარი ნებით ატარებს ქვეყნის მართვის ისეთ რეფორმას, რომელიც ძალაუფლების ხალხისათვის რეალურ გადანაწილებას - ხალხის მმართველობას გულისხმობს. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამას ბოლომდე!
დადგა დრო, როცა ჩვენმა ხალხმა თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თავად აირჩიოს სასურველი მმართველები, თავად აკონტროლოს ისინი და ასე მართოს თავისი ქვეყანა.
დღეს სწორედ ადგილებზე უნდა გვყავდეს ისეთი ლიდერები, რომლებიც არა ერთპიროვნულად, არამედ ხალხის აქტიური მონაწილეობით მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენი ხალხი შეეჩვია, რომ მის აზრს არავინ ითვალისწინებდა, მას არაფერს ეკითხებოდნენ. მეტიც, ერთი კაცის ნებას-სურვილზე წყდებოდა ყველაფერი. სამწუხაროდ, ასეთმა მმართველობამ რა შედეგამდეც მიგვიყვანა, კარგად იცით. ამიტომ, ჩვენ გავატარებთ რეფორმას, რათა ხალხმა თავად უპატრონოს თავის სოფელსა თუ ქალაქს, რაიონს, ქვეყანას. მხოლოდ თვითმმართველობის დროს ეძლევა ხალხს საშუალება, უშუალო მონაწილეობა მიიღოს თავისი სოფლისა თუ ქალაქის განვითარებაში.
მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემით მოხდება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ ხალხმა თვითონ აირჩიოს, აკონტროლოს და მართოს ეს ქვეყანა!
ამ არჩევნებში ქუთაისი პირდაპირი წესით აირჩევს თავის მერს და გამგებლებს. ჩემი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი განისაზღვრა 50 პროცენტით, რაც აქამდე არ ყოფილა. ამიტომ, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ შემთხვევითი ხალხი მოხვედრილიყო თანამდებობებზე, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ იყო მისაღები. დღევანდელი 50-პროცენტიანი ბარიერი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქუთაისის მერსაც და მუნიციპალიტეტების გამგებლებსაც ამ წესით აირჩევთ და ისინი უმრავლესობისთვის მისაღები მმართველები იქნებიან. ეს გაზრდის მათ ლეგიტიმაციასაც და პასუხისმგებლობასაც თქვენ წინაშე. დღეს უკვე კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ საჭირო გახდება, ხალხი შეძლებს თავისივე არჩეული მმართველის თანამდებობიდან გადაყენებას. მაგრამ პასუხისმგებლობა ხალხმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
პაუხისმგებლობა კი, მართლაც ძალიან დიდია. ქუთაისს, როგორც საქართველოს მეორე დედაქალაქს ეკადრება, ისე უნდა მივხედოთ. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს წარსული დიდება. ამას კი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, რადგან კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.
პირველ რიგში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა. დაუშვებელია, 21-ე საუკუნეში ასეთი ქალაქი ცხოვრობდეს წყლის გარეშე. დაგეგმილი გვაქვს და უკვე ხორციელდება პროექტი, რომლის დასრულებისთანავე ქუთაისი და მისი შემოგარენი მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით. მე გპირდებით, რომ პირადად დავაკვირდები პროექტის მიმდინარეობას. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქუთაისი გახდება თანამედროვე ქალაქი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
ჩვენი ქვეყნის წინსვლის მთავარი პირობაა ეკონომიკის განვითარება. ჩვენ შევქმნით პრინციპულად განსხვავებულ, ჩვენი რეალობისთვის სრულიად ახალ ეკონომიკას. ჩვენ ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ რეიტინგებში წავიწიოთ წინ. ჩვენი მიზანია ხალხმა რეალურად იგრძნოს საკუთარ თავზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რეალურად დავძლიოთ უმუშევრობა და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ გაჭირვება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მთავრობის წარმატების საზომი იქნება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. აი, ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი!
ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს დაჰპირდა და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაათავისუფლა სასამართლო, პოლიცია, ბიზნესი, ტელევიზიები ხელისუფლების პოლიტიკური წნეხისაგან. ჩვენ მათ შევუქმენით თავისუფალი გარემო, მივეცით თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქმედების საშუალება.
უკვე დაწყებული გვაქვს და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობები ბიზნესისა და მეწარმეობისათვის. ამიტომ, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა - ჩვენი პრიორიტეტებია.
დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს ახალ პროფესიებს, კვალიფიციურ სპეციალისტებს, პროფესიონალებს, სამეცნიერო, საწარმოო კვლევებს და ასე შემდეგ.
ამიტომ, განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ოჯახების და ქვეყნის კეთილდღეობა უნდა აშენდეს. განათლების სისტემას ჩვენ ვუკავშირებთ ქვეყნის განვითარების ამოცანებს. ეს არის განათლების რეფორმის არსი.
პირველ რიგში განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. დავარიგეთ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და ამით დავეხმარეთ ხელმოკლე ოჯახებს; მომავალი სასწავლო წლისთვის აღვადგენთ რამდენიმე ასეულ სკოლას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც საჭიროა ვაშენებთ ახალ სკოლებს. ჩვენ ვზრუნავთ სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, გავზარდეთ აბიტურიენტების დაფინანსება, 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო, სტუდენტებისთვის ვაშენებთ საერთო საცხოვრებელს, რომლითაც ისარგებლებენ თბილისში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები ხელმოკლე ოჯახებიდან; ყველა ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდას მივცემთ საშუალებას სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა ქართულ სახელმწიფოს მოახმარონ.
მეგობრებო,
ყველამ კარგად ვიცით, რომ სოფლის სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართველ გლეხს, უკვე მეორე წელია ვაფინანსებთ მიწის საგაზაფხულო სამუშაოებს და ხელს ვუწყობთ სოფლის მეურნეობის აღორძინებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს. ამას იგრძნობთ თქვენც, რადგან ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა და სამომავლოდაც ექნება თავისი განსაკუთრებული როლი ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში.
სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეთა ჯანმრთელობა. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევა - სახელმწიფო თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
სახელმწიფომ ამაგი უნდა დაუფასოს იმ ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. პენსიონერები უკვე იღებენ გაზრდილ პენსიებს. სანამ ეკონომიკა ფეხზე დადგება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვისაც ეს დახმარება სჭირდება სახელმწიფოსგან. ამიტომ გაორმაგდა სოციალური დახმარება. ამოქმედდება სოციალური დახმარების ახალი, გაუმჯობესებული სისტემა, რომელიც სოციალურ სამართლიანობაზეა ორიენტირებული. მეტი ყურადღება ეთმობათ მრავალშვილიან ოჯახებს, ავადმყოფებს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშესაწყობად, ჩემი ინიციატივით, იქ, სადაც შობადობა დაბალია, და ეს მოიცავს საქართველოს ექვს რეგიონს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, იმერეთიც არის, ოჯახებს ყოველი მესამე და შემდეგი შვილის გაჩენისათვის ორი წლის ასაკამდე გამოეყოფათ ყოველთვიური დახმარება - მთაში -200ლარის, ხოლო ბარში - 150 ლარის ოდენობით.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს დევნილებზე და ვცდილობთ შევუქმნათ მათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ვიდრე ისინი თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. ასობით დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში გადავეცით. კიდევ ვაშენებთ ახალ საცხოვრებელ კორპუსებს და შევეცდებით არც ერთი ოჯახი არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე.
მეგობრებო!
ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს დიდი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია. ქუთაისელ ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ იმისათვის, რომ განვითარდნენ, დაისვენონ, გაერთონ, საკუთარ ქალაქში შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება.
ჩვენ, თქვენთან ერთად, შევიმუშავებთ ქუთაისის განვითარების გეგმას, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ქუთაისის სამრეწველო პოტენციალს, აუცილებლად გამოვიყენებთ იმ საინჟინრო კორპუსს, რომელიც კიდევ იტყვის თავის სიტყვას.
იმერეთი მდიდარია კულტურულ-ისტორიული ძეგლებით და ამიტომ ძალიან სერიოზული პერსპექტივა აქვს ტურიზმის განვითარებას. მთავრობა ამაში ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რადგან ეს ყველაფერი ქუთაისისა და თითოეული ქუთაისელის და იმერეთის მკვიდრის ბიუჯეტზე აისახება, გაზრდის თქვენს შემოსავლებს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ეკოლოგიაზე ზრუნვას. გარემო უბრალოდ მიწა და წყალი არ არის, ეს მიწა-წყალი ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად დაგვიტოვეს და ჩვენამდე მოიტანეს. მასზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია. ვიცი, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას იმერეთში - ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში - და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ.
ჩვენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა ვიზრუნოთ, ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საქმეს და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ერს ეკადრება.
რამდენიმე კვირაში ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზეც სასიკეთოდ აისახება. სულ მალე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში მიმოსვლას, რაც გაუადვილებს ჩვენს ხალხს ევროპაში მყოფ ახლობლებთან ურთიერთობას, გაუდვილებს ჩვენს ახალგაზრდებს სასწავლებლად წასვლას, ჩვენს მეწარმეებს თვიანთი ბიზნესისა და პროდუქციის გატანას უცხოეთში და ამით უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ბაზარზე ქართულ პროდუქტს.
მეგობრებო,
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სახელმწიფოს მართვის ახალი სისტემა გვაძლევს შანსს, ჩავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული ქვეყნების რიგში.
კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" მაქსიმალურად შეარჩია ისეთი კანდიდატები, რომლებიც არიან პროფესიონალები, კარგად იცნობენ რაიონების პრობლემებს და კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ხალხში. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, რომ ხმა მისცეთ ჩვენს კანდიდატებს.
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ,,ქართული ოცნების" გამგებლების კანდიდატები:
სამტრედია - ვალერი ფოცხვერია - სამართალმცოდნე.
ხონი - ჯემალ მებუკე - ექიმი თერაპევტი.
ვანი - ზაზა ხურციძე - სამართალმცოდნე.
ბაღდათი - ირაკლი გეგეშიძე - ფინანსებისა და საბანკო საქმიანობის დოქტორი, ძლიერი მენეჯერი, გამოცდილი ბიზნესმენი.
წყალტუბო - კონსტანტინე მამისეიშვილი - ეკონომისტი და სამართალმცოდნე.
ჭიათურა - სულხან მახათაძე - სამთო-გეოლოგი, ინჟინერი, სწორედ ასეთი ხელმძღვანელი სჭირდება ჭიათურას.
ზესტაფონი - ტარიელ თუთარაშვილი - ეკონომისტი, კარგი მენეჯერი.
თერჯოლა - თემურ ჯაფარიძე - ინჟინერი, ასევე გამოცდილი მენეჯერი.
ტყიბული - რობინზონ გვენეტაძე - დაბადებული ტყიბულში, ინჟინერი.
ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი - სამართალმცოდნე, ადვოკატი.
საჩხერე - მალხაზ ბაზაძე - ეკონომისტი.
ქუთაისი - შოთა მურღულია - მერის მოვალეობის შემსრულებელი.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს წარმატებები ამ ბრძოლაში.ასე რომ, მოემზადეთ ჩვენი საბოლოო გამარჯვებისთვის! ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ!
მთელი ძალაუფლება ჩვენს ხელში, ხალხის ხელში იქნება და ამ ძალით და განახლებული ენერგიით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს შენებას და გაძლიერებას შევუდგებით.
მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, კეთილდღეობა, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების" კანდიდატებს! შემოხაზეთ 41!
ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას!
მოდით, ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე, ერთად ვიზრუნოთ იმერეთზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!", - განუცხადა შეკრებულებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა