არის თუ არა საგანგაშო საქართველოში აღმოჩენილი ვირუსი - საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 14:04, 03 May, 2014     3207
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში აღმოჩენილ ახალ ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ვირუსის გავრცელების არეალისა და ადამიანთა დაინფიცირების შესაძლო რისკ-ფაქტორებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის მეცნიერების მხრიდან კვლევა გრძელდება.

"ვირუსი მსოფლიო ფილოგენეტიკურ ხეზე ჩამოყალიბდა ორთოპოქსვირუსების ჯგუფის ცალკე განშტოებად. ვირუსი გამოყოფილი იქნა ადამიანებიდან, თუმცა დაავადებული იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქად და დასრულდა სრული გამოჯანმრთელებით. საერთაშორისო პრესით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ორთოპოქსვირუსის ახალი გენოტიპის გამოვლენის შესახებ არახალია. ორთოპოქსვირუსების ჯგუფს ძირითადად მიეკუთვნება მაიმუნის, ძროხის, ხარის, აქლემის და ადამიანის ყვავილის ვირუსები. ადამიანის ყვავილის ვირუსი - ამჟამად ერადიცირებულია და მისი ეტალონური ნიმუში მსოფლიოს მხოლოდ 2 ლაბორატორიაში ინახება. დღესდღეობით ორთოპოქსვირუსით გამოწვეული ინფექცია ადამიანს მხოლოდ ცხოველისგან გადაეცემა და ადამიანიდან-ადამიანზე არ ვრცელდება. ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების კვლევისას მნიშვნელოვანია გეოგრაფიული გავრცელების არეალისა და ძირითადი მიმღები სახეობების ცოდნა. მაიმუნის ყვავილი უმთავრესად გვხვდება აფრიკაში, კერძოდ ზაირში, თუმცა ადამიანთა დაავადების შემთხვევები აღწერილია აშშ-შიც, რომელთა დაინფიცირების წყარო იყო აფრიკიდან იმპორტირებული ცხოველები. ძროხის ყვავილი გვხდება მხოლოდ ევროპასა და რუსეთში და მიუხედავად მისი დასახელებისა იშვიათია მსხვილფეხა რქოსან საქონელში. მიმღები ორგანიზმებიდან ყველაზე ხშირად ვირუსი აღმოჩენილია შინაურ კატებში, რომელთაგანაც ხდება ადამიანთა დაინფიცირებაც”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42