"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები“ ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ეთანხმებიან
პოლიტიკა - 12:25, 03 May, 2014     1926

ასოციაცია მიიჩნევს, რომ ცესკოს განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საარჩევვნო კომისიის 19 აპრილის გადაწყვეტილება ბ-ნი ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციის თაობაზე, საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.


უნდა აღინიშნოს, რომ თუ დაინტერესებული პირები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდნენ, შესაძლებელია ამ პრობლემის დაფიქსირება არც მომხდარიყო, რამეთუ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებების გადამოწმებას ცესკო მხოლოდ თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე ახდენს. გამომდინარე აქედან, მიგვანჩნია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.


როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდა გორის მერობის კანდიდატად, თუმცა რეგისტრაციის შესახებ განკარგუკლება ცესკოში „სახალხო პარტიისა“ და „სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ გასაჩივრდა იმ დასაბუთებით, რომ საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის ჩანაწერი, კანდიდატს ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ვალდებულებას უდგენს. ბ-ნი ირაკლის შემთხვევაში კი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი 2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ნოემბრამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, აღნიშული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდებოდა. აღნიშული არგუმენტაცია ცენტრალურმა საარცევნო კომისიამ გაითვალისწინა და რეგისტრაციის გადაწყვეტილება ბათილად ცნო.


ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძირითადი პრობლემა, იმ ნორმის განმარტება, რომელიც ადგენს ქვეყანაში ცხოვრების ცენზს კანდიდატისთვის. ასოციაციის აზრით, ბ-ნი ირაკლი ოქრუაშვილის არგუმენტი იმის შესახებ, რომ პირის ცხოვრების ადგილად მიჩნეული უნდა იყოს მისი რეგისტრაციის ადგილი, ნორმის მიზანთან შესაბამისობაში არ მოდის. პირის საცხოვრებელ ადგილად მისი რეგისტრაციის ადგილის ჩათვლა ალოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ პირს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, ნებისმიერი დროის მონაკვეთით გადაადგილება, მისი რეგისტრაციის მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირ ვალდებულებას არ წარმოშობს. შესაბამისად, პირს შეუძლია მისი რეგისტრაციის ადგილი მიატოვოს გაურკვეველი ვადით და ფაქტობრივად სხვა ადგილზე იცხოვროს. სწორედ ამ ფაქტობრივ ცხოვრებას უკავშირებს კანონმდებელი ნორმით დადგენილ ცენზს.


მეორე არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბ-ნი ირაკლი ოქრუაშვილი განაცხადებს, რომ მისი ქვეყნიდან გასვლა არ იყო, საკუთარ თავისუფალ ნებაზე დამოკიდებული, ასოციაცია აღნიშნავს, რომ ცენზის დადგენისას კანონმდებლის მთავარი მიზანი იყო ცხოვრების ფაქტის არსებობა რაც განიხილება ერთგვარ გარანტიად, რომ კანდიდატი იცნობს და დაახლოებულია იმ გარემოსთან სადაც ტარდება არჩევნები. გამომდინარე აქედან, არათუ სამართლებრივად არ არსებობს ამ ცენზის ე.წ „საპატიო მიზეზით“ დაკმაყოფილების საფუძვლები, არამედ შინაარსობრივადაც გაუმართლებელი იქნებოდა ნორმის ამგვარი განმარტება და გამონაკლისის დაშვება.


ასოციაცია იმედოვნებს, რომ პარლამენტისა და ცესკოს მიერ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობით, აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც შემდგომში ცალკეული ნორმების არასწორად და ორაზროვნად განმარტების შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42