გიგა ბოკერია - სექსუალური უმცირესობები, მრავალი წელია საქართველოში კანონიერია
პოლიტიკა - 00:38, 03 May, 2014     2781

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც გადაცემა „ფოკუსში“ ბოკერიამ განაცხადა, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა მკაფიო სამოქალაქო პოზიცია გამოიჩინეს.

"ამ ადამიანთა ერთ ჯგუფს, შესაძლოა გულწრფელად, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის გამართლება, საერთოდ არ სურთ იმ ღირებულებების მიღება, რომ ყველა არის თანასწორია, და რომ ის ადამიანები, ვინც მათი ზნეობრივი შეხედულების მიხედვით, "არასწორად ცხოვრობენ", ამ ადამიანების განხილვა, როგორც სრულფასოვანი ადამიანების, არ შეიძლება. გესმით ხოლმე ალბათ ეს ფრაზები, - სახლში რაც უნდათ ის ქნან, თავში ქვა უხლიათ... სხვათაშორის მმართველი პარტიის დეპუტატებიც ასე საუბრობენ. მერე შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ ამ ხალხის მმართველი გუნდის დეპუტატები და ამბობდნენ, არაფერს არ ვაკანონებთ. ის რაზეც ამდენი ხანი იყო ლაპარაკი, სექსუალურ უმცირესობებზე, ეს კანონიერია მრავალი წელია უკვე საქართველოში და კარგა ხანია საბჭოთა წარსული ჩაბარდა წარსულს", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამ კანონის მოწინააღმდეგების ერთ ნაწილს გულწრფელი, თუმცა მისთვის მიუღებელი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მეორე ნაწილი, რომლის მოქმედებებიც უშუალოდ გეოპოლიტიკას უკავშირდება.

"ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს აქტიურობენ, აბსოლუტურად უზნეოდ და უსინდისოდ, ვგულისხმობ მაგალითად ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პარტიას, ეს ის ხალხია, რომელიც პუტინთან დადიოდა და რაღაც სიგიჟეეებს და ტყუილებს იგონებენ და მათ შორის ისეთ ქმედებებს, რომლებიც დასჯადია ყველგან, ადარებენ პიროვნულ არჩევანს ან სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც არჩევანი არ არის და პიროვნების იდენტობის ნაწილია. ეს ყველაფერი უკავშირდება არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას და ტექნიკურად მის ხელმოწერას, რომელიც მე იმედი მაქვს მოხდება და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს უფრო გრძელვადიანი ბრძოლაა ღირებულებების წინააღმდეგ”, - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42