რუსთავის მიკროავტობუსის მძღოლების აქციაზე ორმა მძღოლმა ბენზინი გადაისხა. თუმცა სამართალდამცველებმა მათ თავის დაწვის საშუალება არ მისცეს. მანამდე მძღოლების აქციაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.
აქციაზე ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. როგორც თავად დაშავებული აცხადებდა, ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. სამართალდამცველებმა აღნიშნული პიროვნება დააკავეს.
მძღოლები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ჩატარებული კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ, რომლითაც ქალაქში გამარჯვებული კომპანია "ინტერტრანსის" ახალი მიკროავტობუსები შევიდა.
დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მიზეზი რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც მძღოლები ჩატარებული ტენდერის შედეგებს უკავშირებენ. თუმცა კომპანია "ინტერტრანსი" ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები






