პარლამენტის თავჯდომარის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესში ჩართული პენსიონერები ანაზღაურებას მიიღებენ.
დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც "საარჩევნო კოდექსში" გარკვეული ცვლილებები შევა.
,,ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ჩვენი მიღებული საარჩევნო კოდექსით ის პენსიონერები რომლებიც არჩევნებში არიან ჩართულები შესაბამის ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. ჩვენ ამ კანონის მიღებისას გარკვეული უფლებები გავზარდეთ, თუმცა ცალკეული ცვლილება მაინც საჭიროა. ამიტომ პარლამენტში მომავალი სასესიო კვირიდან დაიწყება იმ ცვლილების განხილვა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობაც უჭერს მხარს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ პენსიონერები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან, პენსიას არ მიიღებენ. სერგეენკომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის რეგულაციებით ახსნა.
მასალის გამოყენების პირობები






