ქართულ-ებრაული მეგობრობის იუბილის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 16:56, 02 May, 2014     1547

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის კანცელარიაში ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილის აღნიშვნის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კომისიის თანათავმჯდომარეს, ცნობილ სპორტულ კომენტატორს ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

„დღეს სწორედ მე მხვდა პატივი საჯაროდ გადმოგცეთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომელიც ტელე–რადიო ჟურნალისტიკაში თქვენი ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომისა და ქართული სპორტის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის მოგენიჭათ. გილოცავთ ამ საპატიო ჯილდოს მიღებას! ეს არის ჩვენი ქვეყნის წინაშე თქვენი დიდი დამსახურების კიდევ ერთი აღიარება, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას, კიდევ ბევრი წელი შეგძლებოდეთ ნაყოფიერი მუშაობა და საქართველოს სამსახურში ყოფნა,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომისიის წევრებმა საიუბილეო ღონისძიებებზე იმსჯელეს. სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების გარდა, დაგეგმილია ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გახსნა, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის ჩატარება.

ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე 2014 წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42