კვლევის შედეგად წინსაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ძალადობის ოთხი ფაქტი დააფიქსირდა. მათ შორისაა, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის და გიგი უგულავასთვის კვერცხების სროლის ფაქტი.
დელეგაციის წევრის პერ ეკლუნდის თქმით, საარჩევნო გარემოში ზეწოლის შთაბეჭდილებამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს პარტიის აქტივისტებსა და ამომრჩეველზე.
„სამართლიანმა არჩევნებმა დააფიქსირა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ძალადობის ოთხი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ერთი შემთხვევა. სამართლიანი არჩევნების მიერ გაჟღერებულ ყველაზე სერიოზულ სავარაუდო დარღვევებს შორის, ნუგზარ წიკლაურის ცემისა და გატაცების მცდელობა, ასევე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის კვერცხების სროლაა. „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ეს ინციდენტი წარმოადგენდა ზეწოლის სისტემატურ მცდელობას მათ კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ხელისუფლებამ წამოიწყო გამოძიებების სერია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ სავარაუდოდ, ჩადენილ დანაშაულებებსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე.
მასალის გამოყენების პირობები






