თავდაცვის მინისტრმა გაეროს შტაბ-ბინაში შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 11:37, 02 May, 2014     1187

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ირაკლი ალასანიამ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ედმონდ მულეტთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა გაეროს მანდატით, ევროკავშირის ეგიდით აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში დაგეგმილი სამშვიდობო ოპერაციის დეტალები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ედმონდ მულეტს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისა და 2014 წლის შემდეგ ავღანეთში მხარდამჭერ მისიაში ჩართვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო გაეროს მანდატით მომავალში დაგეგმილ საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის პერსპექტივებსაც.

„შეხვედრა გვქონდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. გაეროს მანდატიც აქვს ევროკავშირს, რომ აწარმოოს ოპერაცია ცენტრალურ აფრიკაში, სადაც ჩვენი სამხედროები იქნებიან ჩართულნი. ვისაუბრეთ ვითარებაზე ცენტრალურ აფრიკაში. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება დასჭირდეთ ჩვენს სამხედროებს, რათა მისია ზუსტად შეასრულონ და რა სახის ლოგისტიკური მხარდაჭერა დასჭირდებათ იმისთვის, რომ მისიის შესრულების შემდეგ საკუთარ ქვეყანაში წარმატებულად დაბრუნდნენ. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე მომავალში, რომ ქართველმა სამხედროებმა უკვე გაეროს ეგიდით, როგორც ცისფერჩაფხუტიანებმა, გააგრძელონ სხვადასხვა მისიაში მონაწილეობა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ როგორ აპირებს გაერო მისიების განხორციელებას აფრიკაში“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ედმონდ მულეტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42