საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თბილისში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სემინარს გახსნის.
აღნიშნული ღონისძიება თბილისში მაია ფანჯიკიძისა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორის ერთობლივი ინიციატივით იმართება.
სემინარის თანაორგანიზებას უწევს საქართველოს ინვესტიციების ეროვნული სააგენტო.
სემინარს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი სამთავრობო, სამეცნიერო და ბიზნეს წრეებიდან დაესწრება.
სემინარის მიზანია იმ ახალი იდეების აღმოჩენა, რომლებმაც, შესაძლოა, ევრაზიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და პროგნოზირებას შეუწყოს ხელი. მონაწილენი ასევე იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური ფაქტორების ევრაზიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე შესაძლო გავლენის საკითხზე.
სემინარზე ფანჯიკიძე აუდიტორიას გააცნობს ქართული მხარის ხედვას რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებმაც რეგიონში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხონ.
მასალის გამოყენების პირობები






