ნინო ბურჯანაძე: ამ კანონით ხდება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა ბავშვებში
პოლიტიკა - 21:37, 01 May, 2014     2198

კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ერთი რაც მაინტერესებს და რაც ვერ ვნახე, ჩამოყალიბდა თუ არა ბატონი დავით უსუფაშვილი იმასთან დაკავშირებით ვართ თუ არა რუსეთში, რუსეთის შემადგენლობაში. მან გამოიყენა ასეთი ტერმინი - ან დავრჩებით რუსეთში, ან წავალთ ევროპისკენ. როგორც ჩანს ბატონი დავითი თვლის, რომ ჩვენ რუსეთში ვართ.

რაც შეეხება კანონში იმის ჩაწერას, რომ არავინ, არც ერთი ნიშნით არასოდეს არ უნდა დაიჩაგროს, ამას ყოველთვის ვეთანხმებოდი, დღესაც ვეთანხმები და ხვალაც დავეთანხმები. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, საუბარია იმაზე, რომ ხელოვნურად შემოდის ამ თემით სპეკულირება, ხდება ამ თემით სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა. ხდება პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის. ხდება ბავშვებისათვის თავში იმ აზრის ჩადება, რომ არაფერი განსაკუთრებული იმაში არ არის, თუ ადამიანი არატრადიციული ორიენტაციისაა და პირიქით ხდება წახალისება.
ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ და არა იმას, რომ ვინმე არ უნდა დაიჩაგროს. ასე რომ, დაანებონ თავი დემაგოგიას, დაანებონ თავი საქართველოსათვის იმ ფასეულობების თავს მოხვევას, რომელიც ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი.
ერთ კითხვას დავსვამ: ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევანი დგას რუსეთსა და ევროპას შორის, როცა არჩევანი კეთდება ჰომოსექსუალიზმის ღია პროპაგანდასა და არდაჩაგვრას შორის, ვის საქმეს აკეთებენ? ძალიან სერიოზული კითხვის ნიშანი ისმება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვერასოდეს ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის, ინცესტის დაკანონებას, ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი, და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის მიღება, თუ დარჩენა იქ სადაც ვართ, მე არ ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში. ვივლი ტრადიციების გზით პროგრესისაკენ, მაგრამ იმ პროგრესისაკენ, რომელიც არის ნორმალურ, ჯანსაღ, ადამიანურ ფსიქიკასთან შესაბამისობაში. არავის არ დავჩაგრავთ, ოღონდ თავის ცხოვრების წესს ნურავინ თავს ნუ მიგვახვევს.“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42