საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა
მხარეებმა ნატოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.
გიორგი მარგველაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს.
შეხვედრისას, ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი ესტუმროს ბრიუსელს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შესახვედრად.



მასალის გამოყენების პირობები






