ირაკლი ალასანია ჯო ბაიდენს შეხვდა
პოლიტიკა - 19:42, 01 May, 2014     1626
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრა გამართა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ალასანიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში გაწევრიანებისადმი აქტიური მხარდაჭერისათვის. ასევე, თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის პოლიტიკა რეგიონში.

ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა აშშ-სა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისა და არსებული გამოწვევების გამკლავებისთვის.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას. ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისა და ამ კუთხით აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის აუცილებლობას.
საუბრისას მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში თავდაცვის რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ავღანეთში ნატოს IშAF-ის მისიაში კონტრიბუციისათვის. საუბრისას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებიც განიხილეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42