ოპერისა და ბალეტის დასის წევრების აქცია კულტურის სამინისტროსთან გრძელდება
პოლიტიკა - 18:59, 01 May, 2014     685
ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრები კულტურის სამინისტროს დატოვებას არ აპირებენ ვიდრე მინისტრი მათი მიერ არჩეულ სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე არ დაამტკიცებს.

კულტურის სამინისტროს შენობის წინ ოპერისა და ბალეტის დასის თანამშრომელთა აქცია გრძელდება. აქციაში 30-ზე მეტი პირი მონაწილეობს. მათ კულტურის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოეხმაურა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დავით კინწურაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. მისი ინფორმაციით, მინისტრი გურამ ოდიშარია დავით კინწურაშვილს გასული კვირის პარასკევს შეხვდა და მათ ამ საკითხზე ისაუბრეს.

"ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდა არჩევნები, დასმა აირჩია თავისი სამხატვრო ხელმძღვანელი. როგორ გგონიათ, მინისტრი არ მოაწერს ხელს?! უარვყოფ, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება", - აღნიშნა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ის მიზეზები დაასახელა, რატომ არ მოხდა დღემდე დასის მიერ არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიზეზი ის, არის რომ მინისტრი გურამ ოდიშარია შვებულებაში იმყოფებოდა, შემდეგ მივლინებებში. დღეს კი ოდიშარია სამსახურში არ იმყოფება. ხვალ კი ქუთაისში უნდა ჩავიდეს, საიდანაც, რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდება და ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით კინწურაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანებას ხელს მოაწერს.
კულტურის სამინისტროს შენობის გარეთ მყოფი აქციის მონაწილეები მინისტრის მოადგილის ასეთმა პასუხმა გააღიზიანა. ისინი ელოდებიან პასუხს კულტურის სამინისტროდან და არ აპირებენ დაშლას, სანამ სამინისტროს ხელმძღვანელობა არ დაასახელებს თარიღს, როდის მოაწერს მინისტრი ხელს სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42