ასე შეაფასა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მინისტრმა აშშ-ში გააკეთა.
მინისტრის მოადგილის თქმით, გუშინ ირაკლი ალასანიას ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოსვლა აშშ-ში, რომლის მთავარ მიზანსევროატალანტიკური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური თემების განხილვა წარმოადგენდა.
"თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწარფვას ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა აუცილებლობა რომ ნატო-ში სამიტზე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამტკიცდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. ამ მხრივ ხაზი გაესვა მაპ-ის მინიჭების მნიშვნელობას. ამავდროულად მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. რაც შეეხება თავდაცვის საშუალებებს, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგა რეგიონში არსებული უსაფრთხოების და გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ზოგადად რეგიონისა და საქართველოს წინაშე დგას", - აღნიშნა მიხეილ დარჩიაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები






