CENN-ი და ICOMOS საქართველო საყდრისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:09, 01 May, 2014     2306
CENN-ი და ICOMOS საქართველო მადნეულისა და საყდრისის საბადოებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად ბუნებრივ და სოციალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე გამოწვეულ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ,,ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

,,წიაღისეულის მოპოვება, უმეტეს შემთხვევაში, არის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობა. აღნიშნული რისკის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი განვითარებადი ქვეყნები არიან, სადაც, როგორც წესი, სუსტია საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური მოწყობა და საზოგადოების როლი სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში. წიაღისეულის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი და მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარემოზე შესაძლო გავლენის სათანადო კვლევისა და შეფასების გარეშე, სახელმწიფომ, წიაღისეულის მოპოვების წარმოებიდან მიღებული მოკლევადიანი ფინანსური ეფექტის საპირისპიროდ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მიიღოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სერიოზული შემაფერხებელი შედეგები, როგორიცაა: არასწორად დაგეგმილი და არასწორად განხორციელებული წარმოებიდან მიღებულ შემოსავლებზე რამდენჯერმე დიდი, გარემოს აღდგენისათვის საჭირო ფინანსური დანახარჯები.

საქართველო წიაღის მოპოვების დიდი მასშტაბებით არ გამოირჩევა. თუმცა ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე, შედარებით მსხვილი მასშტაბის საწარმოდან არც ერთი არ აკმაყოფილებს გარემოსდაცვით სტანდარტებს. საქართველოში მოქმედი სუსტი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზისა და აღსრულების მიუხედავად, წიაღის მომპოვებელი საწარმოების არც ერთი გარემოსდაცვითი ინსპექტირების შემთხვევა არ დასრულებულა მნიშვნელოვანი დარღვევების დოკუმენტირების გარეშე. მსგავსი ვითარება წლების განმავლობაში გრძელდება, მაგრამ, კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, საწარმოები ზრდიან წიაღის მოპოვების მასშტაბებს და მაქსიმალურად ცდილობენ, ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურებზე, იმ მიზნით, რომ შერბილდეს და/ან გაუქმდეს მათთვის ‘არასასურველი’ რეგულაციები.

გარემოზე ზიანის მიყენების დიდი მასშტაბის მხრივ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მადნეულის სპილენძისა და საყდრისის ოქროს საბადოები და წიაღისეულის მოპოვების იქ მიმდინარე თუ დაგეგმილი პროცესი. აღნიშნული წიაღისეულის მოპოვება 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო და მიუხედავად მრავალი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებისა, დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. განვლილი წლების მანძილზე საწარმოო პროცესების დარღვევის მრავალი ფაქტისა და მათზე სათანადო რეაგირების არარსებობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დღეისათვის არსებული რისკები კატასტროფულად მაღალია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია:

· საწარმოს კუდსაცავებიდან წარმოქმნილი მძიმე მეტალებით დაბინძურებული მტვერი და მისი გავრცელება სასოფლო–სამეურნეო მიწებზე, რაც იწვევს ნიადაგის დაბინძურებას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას;

· არასწორად დაპროექტებული ფუჭი ქანების სანაყარო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მჟავე ჩამონადენის გაჟონვისა და წყლის დაბინძურების თავიდან აცილებას;

· დაბინძურებული წყლის გაჟონვა ძირითადი და ძველი კუდსაცავების კაშხლებიდან;

· არასწორად დაპროექტებული კარიერული გუბურა, რაც მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების მაღალ საფრთხეს ქმნის არა მარტო საწარმოს ოპერირების, არამედ მისი დახურვის შემდეგაც კი;

ძირითადი კუდსაცავის კაშხალი აშენებულია დაბა კაზრეთისა და მდინარე მაშავერის ხეობის ზემო წელში. ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც აღნიშნული წარმოება ფუნქციონირებს, სეისმურად აქტიურ ზონას მიეკუთვნება. მიწისძვრის შემთხვევაში, თუ მოხდება კაშხლის დაზიანება, ნარჩენები ჩაიღვრება მდინარე მაშავერის კალაპოტში (რომელიც გამოიყენება სასმელი და სარწყავი მიზნებისათვის). ეს გამოიწვევს მასშტაბურ ეროვნული თუ რეგიონული დონის ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა სიცოცხლეს.

საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს საყდრისის ოქროს საბადოს დამუშავების დაწყებამ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც კომპანია RMG-ის მიერ მომზადდა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიეწოდა გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, არ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გარემოსდაცვით რისკებს უკავშირდება; კერძოდ:

· დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი მიმდებარე ტერიტორიების ფონური კვლევების მასალა, რაც შეუძლებელს გახდის გარემოს შესაძლო ზეგავლენის შეფასებას, რომელიც გამოწვეული იქნება საწარმოო პროცესის შედეგად;

· დოკუმენტში არ არის მოცემული სამთო–მოპოვებითი საქმიანობისათვის საჭირო ძირითადი ობიექტების დეტალური საინჟინრო გადაწყვეტილებები; არ არის განხილული აგრეთვე ამ ობიექტების (მათ შორის, ახალი კუდსაცავის) მდებარეობის ალტერნატივების ანალიზი მათი საუკეთესო მდებარეობის გამოსავლენად.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოცემული მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების გარდა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საყდრისის ოქროს საბადოს ქვედა ფენების მჟავიანობა საკმაოდ მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბადოს ფუნქციონირებისას შეიძლება წარმოიქმნას ისეთი გარემოსდაცვითი პრობლემები, როგორსაც ადგილი აქვს მადნეულის სპილენძის საბადოს შემთხვევაში.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს აგრეთვე ის ფატქი, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოააშკარავა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები საქართველოში: მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მცდარი პოლიტიკა; კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიზნის უპატივცემულობა; კანონით განსაზღვრული რეგულაციებისა და კანონდარღვევების უგულებელყოფა.

წიაღისეულის მომპოვებელი კერძო კომპანია “RMG Gold”-ის მოთხოვნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს ბათილად ცნო საყდრისი-ყაჩაღიანის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა საყდრისის არქეოლოგიური დაცვის ზონა.

საყდრისი-ყაჩაღიანი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იქნა აღმოჩენილი. 2004 წლიდან ობიექტზე სისტემატურ კვლევას აწარმოებს ქართულ-გერმანული ექსპედიცია და მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. ადგილობრივ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ძეგლს II ათასწლეულის სპილენძის მაღაროდ მიიჩნევს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ძეგლის სტატუსის გაბათილება ფორმალურ მიზეზს დაეფუძნა და არ მოხდა მისთვის სტატუსის ხელახლა მინიჭება, რითიც დაირღვა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ნუსხიდან ამოღების მიუხედავად, საყდრისი ინარჩუნებს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს და მასზე სამუშაოების წარმოება მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების ნებართვით შეიძლება. 2014 წლის 7 იანვარს კომპანია “RMG Gold“-მა საყდრისში დაიწყო უნებართვო სამუშაოები. მას შემდეგ, სპეციალისტებს ძეგლის ნახვის საშუალება აღარ აქვთ. კერძო კომპანიამ, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე 3-ჯერ არ დაუშვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, რაც არღვევს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

2014 წლის 27 იანვარს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიულმა და მეთოდოლოგიურმა სექციამ, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და 11 პროფესიონალისაგან შედგება, განიხილა არქეოლოგების მიერ წარმოდგენილი მასალა და ერთხმად შეიმუშავა რეკომენდაცია საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის აღდგენაზე. სამინისტრომ ეს რეკომენდაცია არ შეასრულა.

საყდრისი-ყაჩაღიანი დიდ ინტერესს აღძრავს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, რომლებიც ითხოვენ საერთაშორისო კომისიის ჩამოყალიბებასა და ძეგლის ბოლომდე შესწავლას. საყდრისის გადასარჩენად შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფები, რომლებშიც ჩართული არიან: აკადემიური წრეების, კულტურის, ხელოვნების, გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 13 მარტს სამინისტრომ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე სამთო სამუშაოების საწარმოებლად. პროფესიული და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი დღესაც გრძელდება. არქეოლოგიური მემკვიდრეობა ეწირება ფისკალურ და ბიზნესინტერესებს, რითაც ერთმნიშვნელოვნად ირღვევა ევროპული კონვენცია არქეოლოგიური ძეგლების დაცვის შესახებ (Valetta, 1992): ამ (განახლებული) კონვენციის მიზანია, „დაიცვას არქეოლოგიური მემკვიდრეობა, როგორც საერთო ევროპული მეხსიერების წყარო და ისტორიული და სამეცნიერო კვლევის ინსტრუმენტი.“

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტების დახმარებით განახორციელოს მადნეულისა და საყდრისის საბადოების წიაღისეულის მოპოვებისა და დამუშავების მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი საქმიანობების კომპლექსური კვლევა. აუცილებელია, კვლევამ მოიცვას როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე გარემოსდაცვითი და ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხები. როდესაც ჩატარდება სათანადო კვლევა და შეფასდება ყველა რისკი, მხოლოდ მაშინ და ისიც საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელია წარმოების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.

სახელმწიფომ უნდა დაიწყოს წიაღისეულის მოპოვების კანონმდებლობის განახლებასა და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა და უზრუნველყოს ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული აქტივობების განხორციელებამდე სახელმწიფომ შეაჩეროს წიაღისეულის მოპოვების სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება."- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42