აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ალექსეი ვაილუპოვი ესტუმრა
პოლიტიკა - 17:29, 01 May, 2014     2769
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველ მდივანს მასპინძლობდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.
30 აპრილს გამართულ შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, ფრაქციათა კოალიციის ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” თავმჯდომარე რაისა ქარაია, აპარატის უფროსი რევაზ გერგედავა და სხვები ესწრებოდნენ.
ალექსეი ვაილუპოვმა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტების პარალელებსა და უკრაინის საელჩოს აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებასთან შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა:

,,რამდენიმე დღის წინ უკრაინამ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ასევე იგეგმება მთავრობაში შესაბამისი უწყების შექმნა - ყირიმის საკითხებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის დანიშვნა, რომელიც საერთაშორისო დონეზე იმუშავებს ამ პრობლემებზე. ვინაიდან საქართველოს კონფლიქტი კონკრეტულად რუსეთთან ჰქონდა და ჩვენთვის ეს კრიზისი უცნობია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პოსტკონფლიქტური გამოცდილების გათვალისწინება”, - განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოადგილემ.

კითხვაზე - პროგნოზირებადია თუ არა უკრაინის გაყოფა, ვაილუპოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხი არავის ინტერესში არ არის.

,,მოსახლეობა ერთმნიშვნელოვანად აღიარებს უნიტარულ უკრაინას. თუ რატომ არ გამოიყენებს უკრაინა საქართველოსთან შედარებით გაცილებით ბრძოლისუნარიან არმიას დონეცკის ოლქში არა იარაღის გამოსაყენებლად, არამედ სტაბილურობის გასამყარებლად“,- არნიშნა ალექსეი ვალიუპოვმა და დასძინა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის პროვოცირებას რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ახდენდნენ, უკრაინის ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ ხალხის მიმართ ძალას არ გამოიყენებს.

საელჩოს პირველი მდივნის აზრით, ამ კრიზისის ყველაზე სავალალო შედეგი იქნენა, თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინის მატერიკულ ნაწილში.

,,ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება. თუკი მაინც და მაინც რუსეთი გადადგამს ასეთ ნაბიჯს, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოძალადეებს საკადრისი პასუხი გასცენ და იმავდროულად შეასრულონ კონსტიტუციური მოვალეობა ქვეყნის წინაშე.“

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტურ სიტუაციებში მთავარი როლი ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას და არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდებას ენიჭება. შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა უმაღლეს საბჭოს და სამომავლო შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42