პარლამენტის თავჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ პაკეტს მიმდინარე კვირის განმავლობაში სამივე მოსმენით დაამტკიცებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, კანონპროექტის მიღების პროცესი უახლოეს ორ დღეში დასრულდება.
"პრობლემა არის პროექტის ერთადერთ პუნქტთან დაკავშირებით. ჩემთვის ყველა მოქალაქის მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, რა სტატუსის არის, რომელ რელიგიურ ორგანიზაციას წარმოადგენს და თავად ვინ არის. თუკი მოსაზრება არის სწორი და საყურადღებო, ჩვენ მას ვითვალისწინებთ. ამ შემთხვევაში საუბარია ერთ კონკრეტულ საკითხზე - ერთის მხრივ რეალობა არის სრულიად სხვა და არა ის, რაც ტირაჟირებულია. მეორე, თუ წუხილის საგანია ამ ჩანაწერის შედეგად საზოგადოებრივ მორლთან რაიმე შესაძლო ზიანი, მზად ვართ, ეს ასპექტი გავაძლიეროთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






