მამა ბასილის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში უდიდესი საშიშროება დევს.
"პრემიერ-მინისტრი ტყუის, რომ ეს კანონპროექტი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არ ეხება. ჩვენი პარლამენტარები და მთავრობა ტყუის ან ვერ ხვდებიან, რომ ამაში უდიდესი საშიშროება დევს - რომ მომავალში ვინც გააპროტესტებს და ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ გაიბრძოლებს, დაიჭერენ. ევროპიდან მოდის ეს კანონი, სადაც პირდაპირი პროპაგანდა და აღლუმები მიდის ჰომოსექსუალიზმის და ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, სჯიან", - განაცხადა იაშაღაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, სასულიერო პირები პროტესტსა და ლოცვებს გააგრძელებენ.
როგორც მამა ბასილმა განაცხადა, სასულიერო პირები შეევედრნენ ქართველთა განმანათლებელ წმინდა ნინოს, რომ დაიფაროს საქართველო გარყვნილებისგან და მომავალი თაობის გადაგვარებისგან.
"არის საფრთხე, რომ ამ კანონს მომავალში გამოიყენებენ ჰომოსექსუალიზმის, ამ უდიდესი გარყვნილების გასავრცელებლად და ჩვენი თაობის გასარყვნელად", - განაცხადა მამა ბასილმა.
მასალის გამოყენების პირობები






